ჩვენს შესახებ

logo ისტორია:
შპს “გოდოლი 2008”
ჩამოყალიბდა 2007 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის #67 ფოლადის კონსტრუქციების კათედრისა და კათედრასთან არსებული საპროექტო საკონსტრუქტორო ბიუროს "მშენებელი"-ს თანამშრომელთა ბაზაზე. შპს “გოდოლი 2008”-ის დღევანდელი საინჟინრო ჯგუფის მიერ ახლო წარსულში განხორციელებულია მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი თუ საპროექტო სამუშაოები, როგორიცაა:

  • თბილსრესის III, IV, VIII, IX და X ენერგობლოკების გამოკვლევა-შესწავლა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის პროექტების შედგენა;
  • ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ძირითადი საამქროების მზიდი კარკასების გამოკვლევა-შესწავლა და  შემდგომი ექსპლუატაციისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
  • ახალგაზრდული ცენტრის დაპროექტება ქ. რუსთავში:
  • რკინიგზის სადგურ ურეკის ფოლადის კონსტრუქციების დეტალური პროექტის შედგენა და სხვ.

 

განხორციელებული სამუშაოები:

შპს “გოდოლი 2008” დღიდან ჩამოყალიბებისა ახორციელებს საპროექტო სამუშაოებს ისეთი ორგანიზაციების დაკვეთით, როგორიცაა "წავკისის ველი", "ჰაიდელბერგ ცემენტი", კომპანია "სასკო" და სხვ.

2007 წლიდან დღემდე შესრულებილი აქვს შემდეგი საპროექტო სამუშაოები:

  • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები საცხოვრებელ კომპლექსში “წავკისის ველი” (78 საც. სახლის პროექტი)
  • 80 საც. სახლის პროექტი საც. კომპლექსში "წავკისი ჰილსაიდი"
  • სამანქანო ხიდი საც. კომპლექსში "წავკისის ველი"
  • მრავალფუნქციური კომერციული ცენტრი "წავკისის ველში" სასარგებლო ფართობით 6000მ2
  • "ჰაიდელბერგცემენტის" რუსთავისა და კასპის ქარხნების მტვერდამჭერი ვენტილატორების ფუნდამენტების დაპროექტება
  • "ჰაიდელბერგცემენტის" რუსთავის ქარხანაში ცემეტის სილოსები ტევადობით 300ტ.
  • სპორტის სასახლე ქ. ზესტაფონში
  • საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სტადიონის განათების ანძები სიმაღლით 45მ
  • ბიზნეს კომპლექსი "ტიტან სითის" სავაჭრო ცენტრების პროექტები I სტადია- 60000მ2
  • ბიზნეს კომპლექსი "ტიტან სითის" შგა საობიექტო გზები და სანიაღვრე ქსელი 15000მ
  • ბიზნეს კომპლექსი "ტიტან სითის" შიგა საობიექტო წყალმომარაგება-კანალიზაციის პროექტი
  • ბიზნეს კომპლექსი "ტიტან სითის" წყალმომარაგების გარე ტრასა სიგრძით 4500მ
  • ბიზნეს კომპლექსი "ტიტან სითის" საობიექტო ელ. მომარაგების ქსელი სიმძლავრით 10000 კვტ.
  • სამაცივრე კომპლექსი ქ. ფოთში ტევადობით 10000 ტ. გაყინულ პროდუქტზე.
  • შპს "საქართველოს მინერალური წყლების" ბორჯომის #1 ქარხნის ტერიტორიასა და რკინიგზის ხაზს შორის არსებული საყრდენი კედლის გამოკვლევა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის შედგენა.

შპს “გოდოლი 2008”  ორიენტირებულია მაღალ-იტელექტუალური საპროექტო-საძიებო და კვლევითი საქმიანობის წარმოებაზე შემდეგ სფეროებში:

  • სამრეწვწლო და სამოქალაქო მშენებლობის ობიექტები
  • დიდმალიანი შენობა-ნაგებობები
  • სტრანსპორტო სისტემები
  • ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები
  • მაგისტრალური მილსადენები
  • ნავთობის ვერტიკალური და ჰორიზონტალური რეზერვუარები
  • საყრდენი კედლები
  • საკულტო და ისტორიული შენობა-ნაგებობების აღდგენა-რეკონსტრუქცია
  • გეოტექნიკური და სხვა საინჟინრო ნაგებობები და სისტემები.

 

შპს “გოდოლი 2008” -ის ორგანისზაციული სტრუქტურა და თანამშრომლები:

  1. ნუგზარ სვიანაძე – დირექტორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის დოქტორანტი.
  2. გოდერძი გუნცაძე – მთავარი ინჟინერი, სამშენებლო-სამონტაჟო მიმართულების ხელმძღვანელი.
  3. ბიჭიკო სურგულაძე – მთ. ინჟინერი, ინჟინერ-კონსტრუქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონსტრუქციების კათედრის სრული პროფესორი
  4. ინგუშა მშვენიერაძე - მთ. კონსულტანტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონსტრუქციების კათედრის ლითონის კონსტრუქციების მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.
  5. ზურაბ სუჯაშვილი - მთ.არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი, მრავალი საკავშირო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი.
  6. ივანე მანჯგალაძე – მთ. კონსტრუქტორი
  7. ბექა სუჯაშვილი - არქიტექტორი
  8. ირაკლი ფირანაშვილი - არქიტექტორი
  9. ლალი კვირიკაშვილი - კონსტრუქტორი
  10. ლევან ფირყულაშვილი - კონსტრუქტორი
  11. ნაილი ლონდარიძე - ელ. ქსელების ინჟინერ-დამპროექტებელი
  12. მანანა ზანგურაშვილი - წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემების ინჟინერ-დამპროექტებელი.